თმის ცვენა ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ
ბარიატრიული ქირურგია წონის დაკლების ოპერაციაა, რომელსაც როგორც ყველა ქირურგიულ მანიპულაციას, ახლავს გვერდითი ეფექტები. თმის ცვენა, პოსტოპერაციულ პერიოდში, ერთ-ერთი ხშირად გამოვლენილი პრობლემაა, რაც საკმაოდ მტკივნეული საკითხი შეიძლება გახდეს. ამ სტატიაში განვიხილავთ გამომწვევ მიზეზებს. ასევე, შევეცდებით რამდენიმე რჩევა მოგცეთ, პრევენციითვის ან პროცესის მარტივად სამართავად.
თმის ცვენის მიზეზები
ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ, ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებიდან გამომდინარე ქალბატონების უმეტესობას აღენიშნება თმის ცვენა, რომელიც ოპერაციიდან სამი თვის შემდგომ იწყება და მეექვსე თვეს ჩერდება, შედეგად ამოდის ახალი თმა, ეს გახლავთ დროებითი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ცვლილებებს. ამ პერიოდში ექიმების მიერ რეკომენდირებულია,რომ პაციენტმა მიიღოს ვიტამინები და მინერალები, რომელიც ხელს შეუწყობს გაჯანსაღებული თმის ზრდას.
მიიჩნევენ რომ თმის ზრდისთვის, კანის და ფჩხილების სიჯანსაღისთვის, განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბიოტინი, რკინა და თუთია.
თმის ცვენის მართვა
გაეცანით რეკომენდაციებს რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემასთან გამკლავებაში და მის პრევენციაში:
- ყურადღებით შეასრულეთ თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციები, კვებასთან და საჭირო ნივთირებების მიღებასთან დაკავშირებით. ორგანიზმში მიკრო და მაკრო ელემენტების საჭირო მაჩვენებელი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია თმის, კანის და ფჩხილების ჯანმრთელობისთვის.
- სწორად შეარჩიეთ თმის მოვლის საშუალებები.
- შეეცადეთ არ ატაროთ მჭიდრო ვარცხნილობა, რომელიც გამოიწვევს თმის დაჭიმულობას.
- შეეცადეთ შეამციროთ ყოველდღიური სტრესი. ამიტომ მიიჩნევა რომ, ვარჯიში, იოგა ან მედიტაცია, ამცირებს თმის ცვენის ალბათობას
ვიტამინების და მინერალების მნიშვნელობა ჯანმრთელი თმისთვის, კანისთვის და ფრჩხილებისთვის
არსებობს რამდენიმე ტიპის ვიტამინი და მინერალი, რომელიც აუცილებელია თმის, კანის და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით ბარიატრიული ქირურგიის შემდეგ.
- ბიოტინი - ასევე ცნობილია როგორც ვიტამინი-H. ის აუცილებელი ელემენტია ჯანსაღი თმისთვის, კანისთვის და ფჩხილებისთვის
- რკინა - აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოებისთვის, რომელიც აწვდის ჟანგბადს თმის ფოლეკულებს
- თუთია - ხელს უწყობს თმის ფოლეკულების ჯანმრთელობას
- ვიტამინი D3 - ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია
- კალციუმი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია თმის, კანის და ფჩხილების სიჯანსაღისთვის
Bariatric-shop.ge-ს მაღაზიაში შეხვდებით პროდუქტს Hair Skin & Nails, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა Celebrate Vitamins-მა, სწორედ ამ შეხედულებებზე დაყრდნობით შექმნა.
შეჯამება
თქვენ შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობა. ამაში ხელს შეგიწყობთ სწორი სტრატეგიის შემუშავება, იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიც არის - სწორი კვება, აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების მიღება, სწორად შერჩეული თმის მოვლის საშუალებები და სტრესის შემცირება.